ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭო: 2018 წელს საქართველოს სახელმწიფო სიმბოლოების სამართლებრივი სტატუსი საფუძვლიანად განმტკიცდა

2018 წელს საქართველოს სახელმწიფო სიმბოლოების სამართლებრივი სტატუსი საფუძვლიანად განმტკიცდა, – აღნიშნულის შესახებ ჰერალდიკის სახელმწფო საბჭოს განცხადებაშია ნათქვამი.
როგორც ჰერალდიკის საბჭოში აღნიშნავენ, საკონსტიტუციო ცვლილებებმა მოამზადა საფუძველი სახელმწიფო სიმბოლოების სახელმწიფო გერბისა და სახელმწიფო დროშის გამოსახვის, აღმართვისა და გამოფენის წესების სამართლებრივად გასაწერად.
„ახალი კონსტიტუციით განისაზღვრა სახელმწიფო სიმბოლოების დადგენის წესი, რომელიც მოითხოვს პარლამენტის ხმათა სრული უმრავლესობის არსებობას, რაც თავის მხრივ საზოგადოების ერთმნიშვნელოვან თანხმობას საჭიროებს სახელმწიფო სიმბოლოებში ნებისმიერი ცვლილების განსახორციელებლად.
ქვეყანაში ერთიანი ჰერალდიკური პოლიტიკის შემდგომი განმტკიცების თვალსაზრისით, განსაკუთრებით ხაზგასასმელია საქართველოს პარლამენტის იურიდიული კომიტეტის მიერ ინიცირებული კანონი „სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლოების შესახებ“. კანონი იურიდიული კომიტეტის ძალისხმევით ორი მოსმენით იქნა მიღებული და ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭოსთან თანამშრომლობით შემუშავდა, აღნიშნული კანონი შესაძლებლობას იძლევა ქვეყანაში ჰერალდიკის საერთაშორისო ნორმების კომპლექსურად მოწესრიგებისა და დადგენისათვის.
ასევე უნდა ითქვას, რომ საკონსტიტუციო ცვლილებებმა მოამზადა საფუძველი სახელმწიფო სიმბოლოების სახელმწიფო გერბისა და სახელმწიფო დროშის გამოსახვის, აღმართვისა და გამოფენის წესების სამართლებრივად გასაწერად, კერძოდ, საქართველოს ტერიტორიაზე როგორ უნდა გამოიფინოს ან აღიმართოს სახელმწიფო დროშა და როგორ უნდა გამოისახოს საქართველოს სახელმწიფო გერბი“, – ნათქვამია განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები