თეირანში თვითმფრინავმა კატასტროფა განიცადა, დაღუპულია 15 ადამიანი(ფოტო, ვიდეო)

თეირანში, კარაჯას აეროპორტში სატვირთო თვითმფრინავი “ბოინგ 707-მა” კატასტროფა განიცადა. დაღუპულია 15 ადამიანი, გადარჩა მხოლოდ ერთი. მომხდარის შესახებ ინფორმაციას სააგენტო “Press TV” ავრცელებს.
თვითმფრინავის ბორტზე 16 ადამიანი იმყოფებოდა, მათ შორის 10 ეკიპაჟის წევრი. სააგენტო Fars-ის ინფორმაციით, “ბოინგ 707” ირანში ბიშკეკიდან ჩამოფრინდა, მას ხორცი გადაჰქონდა.
გავრცელებული ინფორმაციით, კატასტროფა პილოტის არაპროფესიონალიზმის გამო მოხდა, რომელმაც თვითმფრინავის დაშვების დროს საჭე ვერ დაიმორჩილა. ჩამოვარდნისას თვითმფრინავი აეროპორტის შენობას გამოედო, შემდეგ ცარიელს საცხოვრებელ სახლში შევარდა სადაც მას ცეცხლი წაეკიდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები