საქალაქო სასამართლომ დავით კირკიტაძე უდანაშაულოდ ცნო

თბილისის საქალაქო სასამართლომ დავით კირკიტაძე უდანაშაულოდ ცნო.
საქმეზე, რომელიც ქვემო ქართლში კირკიტაძის გუბერნატორად მუშაობის პერიოდს ეხება და ე.წ. ტრაქტორების საქმედ განიხილება, სასამართლო პროცესი დღეს გაიმართა. მოსამართლემ აღკვეთის ღონისძიება – გირაოც გააუქმა.
რამდენიმე დღის წინ პროკურატურამ სასამართლო პროცესზე დავით კირკიტაძისთვის შეფარდებული აღკვეთის ღონისძიების – გირაოს პატიმრობით შეცვლის შუამდგომლობა დააყენა. ასევე, ბრალდებამ გირაოს სახით მისი მამის კუთვნილი ბინის აღსრულებაში გადაცემა მოითხოვა.
ბრალდების მხარის განცხადებით, გუბერნიის ბალანსზე რიცხულ ძვირადღირებულ სპეცტექნიკას კირკიტაძე კანონდარღვევით, პირადი ინტერესებისთვისაც იყენებდა, კონკრეტულად კი მისი ძმის სასარგებლოდ.
მოსამართლემ შუამდგომლობები არ დააკმაყოფილა. მისი განმარტებით, პრეზიდენტის ინაუგურაციის დღეს კახეთში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით დავით კირკიტაძეს პატიმრობა ისედაც შეფარდებული აქვს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები