“ჩემი პროფესიული საჯარო ეთიკა არასოდეს მაძლევდა უფლებას, რომ საჯაროდ დავპირისპირებოდი იმ ადამიანებს, ვისაც მე ვიცავდი, მათ შორის როგორც ადვოკატი, ვიცავდი ივანიშვილსაც”

„ჩემი პროფესიული საჯარო ეთიკა, მათ შორის ჩემი ყოფილი პროფესიის, ადვოკატის ეთიკაც, არასოდეს მაძლევდა იმის უფლებას, რომ ღიად და საჯაროდ დავპირისპირებოდი იმ ადამიანებს, ვისაც მე ვიცავდი და მათ შორის ვიცავდი, როგორც ადვოკატი, ბიძინა ივანიშვილსაც“, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების“ წევრმა ეკა ბესელიამ დღევანდელ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
ამასთან, როგორც ეკა ბესელიამ განმარტა იგი ვერ დაეთანხმება ბიძინა ივანიშვილის საჯარო წერილს.
„ჩემი პროფესიული საჯარო ეთიკა, მათ შორის ჩემი ყოფილი პროფესიის, ადვოკატის ეთიკაც, არასოდეს მაძლევდა იმის უფლებას, რომ ღიად და საჯაროდ დავპირისპირებოდი იმ ადამიანებს, ვისაც მე ვიცავდი და მათ შორის ვიცავდი, როგორც ადვოკატი, ბიძინა ივანიშვილსაც. მე არ მიმაჩნია ღია და საჯარო დებატების თუ კონფლიქტების გარეთ გამოტანა სწორად, მაგრამ არასოდეს მოვრიდებივარ განსხვავებული პოზიციის დაფიქსირებას შიგნით, მათ შორის ივანიშვილთანაც. კარგია, რომ პროცესი შეჩერდა, თუმცა ვერ დავეთანხმები ბიძინა ივანიშვილის საჯარო წერილს, სადაც პარტიის ხელმძღვანელი გუნდურობის წესის დარღვევაში მადანაშაულებს. კონკრეტულ შემთხვევას რაც შეეხება, ამ პროცესის შეჩერებას და კანონში ცვლილებების შეტანას, ამას მივესალმები. რა თქმა უნდა, არ ვიზიარებ იმ ნაწილს, რაც შეეხება შეფასებას ჩემთან დაკავშირებით. ეს არ არის სიმართლე. სიმართლე არის ის, რაც მე ვთქვი. არ მიმაჩნია, რომ გუნდურობის წესები დაირღვა, როდესაც გედი ფოფხაძის კანდიდატურა დავასახელე და ის იყო არჩეული პირველ მოადგილედ. ეს იყო გაცილებით ადრე შეთანხმებული პარტიის ხელმძღვანელთანაც. ასევე, კომიტეტის სხდომის ჩატარებამდე რამდენიმე დღით ადრე, საუბარი მქონდა პარლამენტის თავმჯდომარესთან. განსხვავებულ პოზიციაზე დავრჩით, თუმცა კომიტეტის თავმჯდომარის პრეროგატივაა, დაასახელოს პირველი მოადგილე. მაშინ, როდესაც ზარდიაშვილი დასახელდა პირველ მოადგილედ, გუნდთან ეს საკითხები არ გავლილა და ჩემი მოსაზრება არ უკითხავთ“, – განაცხადა ეკა ბესელიამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები