პატრიარქი: ახალი გზები უნდა გამოვნახოთ, რათა შეიცვალოს ადამიანი, რომ სიკეთე ვაკეთოთ და არა ბოროტება

„ახალი გზები უნდა გამოვნახოთ, რათა შეიცვალოს ადამიანი, რომ სიკეთე ვაკეთოთ და არა ბოროტება“ – ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, ილია მეორემ სამების საკათედრო ტაძარში განაცხადა.
პატრიარქმა საახალწლო პარაკლისი აღავლინა და საქართველოს მოსახლეობას ახალი წელი მიულოცა.
„გილოცავთ ახალ წელს. ბედნიერი ყოფილიყოს ახალი წელი ჩვენთვის, საქართველოსთვის, ეკლესიისთვის და მთელი მსოფლიოსთვის. ახალი იდეები, ახალი აზრები, ახალი გზები უნდა გამოვნახოთ, რათა შეიცვალოს ადამიანი, რომ სიკეთე ვაკეთოთ და არა ბოროტება. ღმერთი შეისმენს ჩვენს ლოცვას. დალოცვილი იყავით და გაიხარეთ“, – განაცხადა პატრიარქმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები