ეკა ბესელია: სააკაშვილის ძალადობრივი რეჟიმის შემქმნელი მოსამართლეები, უზენაეს სასამართლოში ვერ იქნებიან წარდგენილნი

„ის მოსამართლეები, რომლებიც სააკაშვილის ძალადობრივ რეჟიმს ემსახურებოდნენ და ძალადობრივ რეჟიმს ქმნიდნენ, უზენაეს სასამართლოში უვადოდ გამწესებელ თანამდებობაზე მოსამართლედ ვერ იქნებიან წარდგენილები“, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების“ წევრმა, ეკა ბესელიამ დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა.
ეკა ბესელიამ 2012 წლის 1 ოქტომბერი გაიხსენა და განაცხადა, რომ მმართველ გუნდს არ უნდა დაავიწყდეს, თუ რატომ აირჩია საქართველოს მოსახლეობამ „ქართული ოცნება“.
მისივე განმარტებით, იგი კიდევ უფრო აქტიურად იმუშავებს იმ ცვლელების შესახებ, რომლის თანახმადაც განისაზღვრება, თუ როგორ უნდა შეირჩეს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეები ან რა მექანიზმით უნდა დაინიშნონ ისინი თანამდებობებზე უვადოდ.
„უნდა შემუშავდეს ისეთი ცვლილებები, რომლებიც გარანტიას შექმნის, რომ ვერ იქნება წარმოდგენილი უზენაეს სასამართლოში უვადოდ გამწესებელ თანამდებობაზე ის მოსამართლე, ან ის მოსამართლეები, რომლებიც სააკაშვილის ძალადობრივ რეჟიმს ემსახურებოდნენ ან ქმნიდნენ ამ სასტიკ რეჟიმს და იყვნენ მისი მსახურნი, ეს არის ძალიან პრონციპული საკითხი, რომელიც შემდგომ ეტაპზე, ანუ მეორე ეტაპზე ვაპირებ ვიყო ძალიან აქტიური, ისევე როგორც ყველა ის ჩემი კოლეგა და თანამოაზრე, ვინც ამ პროცესში ამ მიზნისთვის აკეთებს ყველაფერს. მთავარია, ჩვენ არ უნდა დაგვავიწყდეს ის ღირებულები, რომლებიც ჩვენ 1 ოქტომბერი მოვიტანეთ და რისთვისაც ხალხმა რამდენჯერმე მოგვცა ნდობის მანდატი“, – განაცხადა ეკა ბესელიამ.
შეგახსენებთ, რომ უმრავლესობაში დაპირისპირება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ უვადოდ განსამწესებელ მოსამართლეთა 10-კაციანი სიის წარდგენას მოჰყვა. საპარლამენტო უმრავლესობის წევრები სიის უკან გაწვევას და ახალი კრიტერიუმების შემუშავებას ითხოვენ. 10-კაციან სიას ბოიკოტი გამოუცხადა ასევე ეკა ბესელიამ, რომელმაც სწორედ ეს სია დაასახელა იურიდიულ საკითხთა კომიტეტიდან გადადგომის მთავარ მიზეზად.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები