ეკა ბესელია სასამართლოს საკითხზე ადგილობრივ და საერთაშორისო ორგანიზაციებთან შეხვედრებს გამართავს

საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატი ეკა ბესელია თანამოაზრეებთან ერთად სასამართლოს საკითხზე საზოგადოებასთან, საერთაშორისო პარტნიორებსა და არასამთავრობო სექტორთან შეხვედრებს იწყებს.
შესაბამისი განცხადება ბესელიამ ცოტა ხნის წინ გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა.
როგორც დეპუტატმა აღნიშნა, დისკუსია გაიმართება ყველა იმ ჯგუფის წარმომადგენელთან, რომელიც მიიჩნევს, რომ პროცესში მათი ჩართვა უმნიშვნელოვანესია.
“შემდეგი ეტაპი არის ძალიან მნიშვნელოვანი: ჩვენ, მეც და ჩემი თანამოაზრეებიც, მეგობრები, კოლეგები, მიმდინარე კვირას ვიწყებთ შეხვედრებს საერთაშორისო და ადგილობრივ ორგანიზაციებთან. მე დღესაც მექნება რამდენიმე შეხვედრა ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან, ხვალიდან გავაგრძელებთ შეხვედრებს პროფესიულ წრეებთან, გვექნება შეხვედრა სამოქალაქო საზოგადოებასთან. ყველა იმ ჯგუფს დაველაპარაკებით, ვინც მიიჩნევს, რომ ამ პროცესში მათი ჩართვა უმნიშვნელოვანესია, ვისაც აქვს მოსაზრება, კონკრეტული ხედვა, იმიტომ რომ კანონის შემუშავება და კანონის ცვლილებები, რა ჩაიწერება იმ კრიტერიუმებში ასევე, მნიშვნელოვანია და მე ვმუშაობ ამ კრიტერიუმებზე”, – განაცხადა ეკა ბესელიამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები