რუსთავში, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, ხუთი ადამიანი დაშავდა

რუსთავში, მეგობრობის გამზირზე „ნისანის“ მარკის ავტომობილი საგზაო ნიშანს დაეჯახა და ამოტრიალდა.
ავტომობილში 5 ადამიანი იჯდა. მათ სხეულის მსუბუქი დაზიანებები მიიღეს. დაშავებულებს სასწრაფო სამედიცინო დახმარება ადგილზე გაეწიათ.
შემთხვევის ადგილზე საპატრულო პოლიციაა მობილიზებული.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები