მარნეულში დედამ შვილი დაჭრა

მარნეულის მუნიციპალიტეტში დედამ შვილი დაჭრა. როგორც ირკვევა, 30 წლის ქალს ჭრილობები ყელისა და გულ-მკერდის არეში აქვს მიყენებული.
დაჭრილის გადაუდებელი ოპერაცია ჩაუტარდა.
დაპირისპირების კონკრეტული მიზეზი უცნობია, თუმცა ერთ-ერთი ვერსიით, 30 წლის ქალს, რომელიც დაოჯახებულია მიმოწერა სხვა მამაკაცთან ჰქონდა და მას, სავარაუდოდ, ინტიმური ხასიათის ფოტოებს უგზავნიდა. მამაკაცი მას ფოტოების გამოქვეყნებით დაემუქრა და სანაცვლოდ თანხა მოსთხოვა.
ქალმა თანხის გადახდა მხოლოდ ერთხელ შეძლო.
როგორც ირკვევა აღნიშნული ინფორმაციის შესახებ ქალის ოჯახის წევრებმაც შეიტყვეს, რასაც მათი გაღიზიანება მოჰყვა.
დაუდასტურებელი ინფორმაციით, დედა-შვილის მომხდარი დაპირისპირების მიზეზიც სწორედ ეს თემა გახდა.
ბრალდებული უკვე დაკავებულია. მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა და 117-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც ოჯახური ძალადობის ნიადაგზე ჩადენილი ჯანმრთელობის განზრახ მძიმედ დაზიანებას გულისხმობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები