“კოკაინი”, 2 შეკვრა “მეტადონი” – ნარკოდანაშაულისთვის თბილისში სამი პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი სამმართველოს და თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ისანი-სამგორის სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1975 წელს დაბადებული დ.ქ. განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით, 1982 წელს დაბადებული ა.ს. და 1995 წელს დაბადებული ზ.ც. კი ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით დააკავეს.
შს სამინისტროს ცნობით, დანაშაული 6-დან 20-წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს
სამართალდამცველებმა, დ.ქ.-ს პირადი ჩხრეკისას, 1 შეკვრად დაფასოებული ნარკოტიკული საშუალება “კოკაინი” და 2 შეკვრა “მეტადონი” ამოიღეს. ა.ს.-ს და ზ.ც.-ს პირადი ჩხრეკისას კი ამოღებულია 3 შეკვრად დაფასოებული ნარკოტიკული საშუალება ე.წ. „სირეცი“.
გამოძიება ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტებზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები