პროკურატურამ ვანში სამართალდამცავებს შორის მომხდარი ინციდენტის გამოძიება დაიწყო
საქართველოს გენერალური პროკურატურის გენერალურმა ინსპექციამ ვანში, 11 იანვარს სამართალდამცავებს შორის მომხდარი ინციდენტის გამოძიება დაიწყო.
როგორც “კვირას” გენერალური პროკურატურიდან აცნობეს, ფაქტის შესწავლის შედეგად, გენერალური ინსპექცია დაადგენს, ჰქონდა თუ არა დაპირისპირებისას რაიმე სახის გადაცდომას ადგილი და ამის შემდეგ მიიღებს შესაბამის გადაწყვეტილებას.
საქართველოს გენერალური პროკურატურის გენერალურ ინსპექციაში მიმდინარე გამოძიების შედეგების შესახებ ინფორმაცია საზოგადოებას დამატებით მიეწოდება.