ზვიად ქორიძემ მუშაობა აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელში დაიწყო

ჟურნალისტი და მედიამენეჯერი ზვიად ქორიძე საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიასა და რადიოს გუნდს შემოუერთდა. ის აჭარის მაუწყებლის მართვის მოდელზე/სტრუქტურასა და შიდა სახელმძღვანელო დოკუმენტებზე იმუშავებს. ამის შესახებ ინფორმაციას თავად „აჭარის ტელევიზია“ ავრცელებს.

ზვიად ქორიძე 2011 – 2013 წლებში საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს ხელმძღვანელობდა.

3 იანვარს ქორიძემ შეწყალების კომისიის ხელმძღვანელის პოსტი დატოვა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები