პრეზიდენტი ანა დოლიძეს იუსტიციის უმაღლესი საბჭოდან არ გაიწვევს – “ამას სერიოზული მოტივი სჭირდება”

საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი ანა დოლიძეს იუსტიციის უმაღლესი საბჭოდან არ გაიწვევს. როგორც მან დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, იგი ვერ ხედავს მიზეზს, თუ რატომ უნდა გამოიწვიოს მისი წინამორბედის მიერ დანიშნული პირი იუსტიციის საბჭოდან.
„ახალი მოსული ვარ, ვაკვირდები იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მუშაობას და არ ვიცი ხვალ იქნება ასეთი სიტუაცია თუ არა, მაგრამ მე დღეს ვერ ვხედავ მიზეზს, რატომ უნდა გამოვიწვიო ჩემი წინამორბედის მიერ დანიშნული ადამიანი. ამას უნდა ჰქონდეს ძალიან სერიოზული მოტივები და დღეს ამას ვერ ვხედავ“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
ცნობისათვის, ანა დოლიძე აცხადებს, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრები გეგმავენ, პრეზიდენტს მისი საბჭოდან გაწვევის მოთხოვნით მიმართონ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები