დავით სარალიძის მკვლელობის საქმეზე ცრუ ბრალდებისთვის დაკავებული მოზარდი გაათავისუფლეს
ხორავას ქუჩაზე მომხდარ მკვლელობაში ცრუ ჩვენების ბრალდებისთვის დაკავებული დ.ღ. სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს- თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ აღნიშნული გადაწყვეტილება ცოტა ხნის წინ მიიღო.
ბრალდებულის მამა კახა ღლონტი მოსამართლის გადაწყვეტილებით კმაყოფილია და ამბობს, რომ სასამართლოს მისი შვილი ამ დრომდეც უნდა გათავისუფლებინა, თუნდაც გირაოს სანაცვლოდ.