სასწრაფოს მძღოლის ადვოკატი: 27 გამოძახება ჰქონდა… ზომები არაა მიღებული იმისთვის, რომ მედპერსონალი უზრუნველყოფილი იყოს დასვენებით

27 გამოძახება ჰქონდა სასწრაფო სამედიცინო დახმარების აღნიშნულ პერსონალს მძღოლთან ერთად, – ამის შესახებ ვაკეში გუშინ მომხდარ ავარიაში მონაწილე მძღოლის ადვოკატმა ვახტანგ თალაკვაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
თალაკვაძემ კომენტარი “თბილისის ზღვის ჰოსპიტალში” გააკეთა, სადაც მისი დაცვის ქვეშ მყოფს ბრალი უნდა წარუდგინონ.
ადვოკატის განცხადებით, არავითარი შესაბამისი ზომები არაა მიღებული იმისთვის, რომ სასწრაფო დახმარების პერსონალი უზრუნველყოფილი იყოს დასვენებით.
“იქ ბევრი ისეთი საკითხია, რომელიც გასარკვევია. მაგალითად ის, რომ 27 გამოძახება ჰქონდა სასწრაფო სამედიცინო დახმარების აღნიშნულ პერსონალს მძღოლთან ერთად. არავითარი შესაბამისი ზომები არაა მიღებული იმისთვის, რომ ეს მედპერსონალი უზრუნველყოფილი იყოს დასვენებით. ყოველ წუთში გამოძახებებია. ზოგიერთი საინფორმაციო საშუალებით გავრცელდა, რომ მძღოლს ჩაეძინა. ეს არის ფიზიოლოგიური მოვლენა, შეიძლება, სულაც არ ჩასძინებოდა და გადაღლილობისგან ადამიანი გაითიშოს”, – განაცხადა ვახტანგ თალაკვაძემ.
შეგახსენებთ, რომ გუშინ სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადა, რომლებსაც პაციენტი გადაჰყავდა, მშენებარე კორპუსთან მდებარე მუშებისთვის განკუთვნილ ჯიხურს შეეჯახა. შეჯახების შედეგად ერთი ადამიანი გარდაიცვალა, 12 ადამიანი კი დაშავდა, მათ შორის მძღოლიც.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები