გიორგი ხატიძე: დემოკრატიულ სახელმწიფოში მნიშვნელოვანია არსებობდეს სასამართლოსადმი საზოგადოების ნდობის მაღალი ხარისხი

როდესაც მოსამართლეთა რიგი კანდიდატების მიმართ საზოგადოებაში არსებობს კითხვის ნიშნები, ეს მიანიშნებს იმას, რომ ნდობის ხარისხი მათ მიმართ არ არის მაღალი, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატმა გიორგი ხატიძემ განაცხადა.
მისი თქმით, აუცილებელია ყველა შეკითხვას შესაბამისი პასუხი გაეცეს.
“დემოკრატიულ და სამართლებრივ სახელმწიფოში მნიშვნელოვანია არსებობდეს სასამართლოსადმი საზოგადოების ნდობის მაღალი ხარისხი, რომლის ჩამოყალიბებასა და ფორმირებაში დიდ როლს თამაშობენ თავად მოსამართლეები. როდესაც მოსამართლეთა რიგი კანდიდატების მიმართ საზოგადოებაში არსებობს კითხვის ნიშნები, ეს მიანიშნებს იმას, რომ ნდობის ხარისხი მათ მიმართ არ არის მაღალი და აუცილებელია შესაბამისი პასუხი გაეცეს ყველა შეკითხვას. ამიტომ, მოსამართლეთა შერჩევის ფორმების და შესაბამისი პროცედურებისა და კრიტერიუმების შემუშავებასთან ერთად, აუცილებელია გადაწყვეტილება მიღებული იქნეს საზოგადოების, მათ შორის პროფესიული, სამეცნიერო და საუნივერსიტეტო წრეების ფართო ჩართულობისა და მსჯელობის საფუძველზე”, – აცხადებს გიორგი ხატიძე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები