პირს, რომელმაც ყოფილი მეუღლე და სიმამრი სცემა, 2-წლამდე პატიმრობა შეეფარდა

ოჯახში ძალადობისთვის მსჯავრდებულის გამამტყუნებელი განაჩენი სააპელაციო სასამართლომ ძალაში დატოვა. ამის შესახებ ინფორმაციას გენერალური პროკურატურა ავრცელებს.
„ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ ძალაში დატოვა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 1 სექტემბრის გამამტყუნებელი განაჩენი, რომლითაც ოჯახში ძალადობისთვის გ.ბ. დამნაშავედ იქნა ცნობილი.
სასამართლოში სახელმწიფო ბრალდების მიერ წარდგენილი მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2018 წლის 3 იანვარს, ქუთაისში გ.ბ-მ ყოფილ მეუღლეს მისსავე საცხოვრებელ სახლში არასრულწლოვანი შვილისა და ასევე არასრულწლოვანი დის თანდასწრებით სცემა, ხოლო მეუღლის მამას სახისა და თავის არეში რამდენჯერმე დაარტყა მუშტი.
გ.ბ. დამნაშავედ იქნა ცნობილი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126′ მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და 120-ე მუხლის პირველი ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად 1 წლით და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა“,- აცხადებენ პროკურატურაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები