ვაკეში მომხდარი ავარიის მონაწილე სასწრაფო დახმარების ავტომობილის მძღოლი დაკავებულია

ვაკეში, ჭავჭავაძის გამზირზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის მონაწილე სასწრაფო სამედიცინო დახმარების ავტომობილის მძღოლი დაკავებულია.
ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტროში ადასტურებენ.
როგორც “კვირას” უწყებაში განუცხადეს, მამაკაცი სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის საფუძველზეა დაკავებული, რაც სატრანსპორტო საშუალების უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.
მათივე ცნობით, დაკავებულს ჩაუტარდა შესაბამისი ექსპერტიზა და დადგინდა, რომ ის არ იმყოფებოდა არც ნარკოტიკული და არც ალკოჰოლური თრობის ქვეშ.
შეგახსენებთ, რომ სასწრაფო სამედიცინო დახმარების ავტომობილი ჭავჭავაძის გამზირზე ერთ-ერთ მშენებარე ობიექტთან მოქალაქეებს დაეჯახა. შემთხვევის შედეგად თორმეტი პირი დაშავდა, ერთი კი გარდაიცვალა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები