თამაზ წივწივაძის წიგნის – „შინ და გარეთ“ წარდგენა გაიმართება

 11 იანვარს, 16 საათზე,  წიგნის სახლში  ბახტრიონზე, მწერლისა და კრიტიკოსის, თამაზ წივწივაძის წიგნის „შინ და გარეთ“ წარდგენა გაიმართება.
„თამაზ წივწივაძის ფონდისა“ და გაზეთ „ლიტერატურული საქართველოს“ ინფორმაციით, წიგნი მწერლის საზოგადოებრივი მოღვაწეობის შეფასებას წარმოადგენს.
საღამოს წარუძღვება პოეტი ნანა ცინცაძე. მონაწილეობას მიიღებენ მწერლის მეგობრები – გოგი ხარაბაძე, გოგი ქავთარაძე, ელდინო საღარაძე, ზაურ კალანდია, როინ მეტრეველი, ავთანდილ ჯორბენაძე, ნია, მაია წივწივაძეები და სხვები.
საღამოს მუსიკალურად გაფორმებს ანსამბლი „მუხამბაზი“.
თამაზ წივწივაძე,  2018 წლის ივლისში, 76 წლის ასაკში გარდაიცვალა. იგი იყო გაზეთ „ლიტერატურული საქართველოს” მთავარი რედაქტორი, პუბლიცისტი, ლიტერატურის კრიტიკოსი.
დასწრება თავისუფალია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები