მამუკა მდინარაძე: კაჭრეთში ჩვენ მენეჯმენტის და კოორდინაციის გაუმჯობესების თემებს გავდივართ

საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე ამბობს, რომ კაჭრეთში, სასტუმრო „ამბასადორში“, სადაც მეორე დღეა, მმართველი გუნდის სამუშაო შეხვედრა მიმდინარეობს, მენეჯმენტისა და კოორდინაციის გაუმჯობესების თემებს განიხილავენ. მისივე თქმით, კონკრეტული კრიტერიუმების შემდეგ პარლამენტი იმსჯელებს, რამდენად მისაღებია რომელიმე უზენაესი სასამართლოს მოსამართლის კანდიდატურა.
„პოლიტიკური ცხოვრება, რომელიც დაკავშირებულია საპარლამენტო რესპუბლიკასთან, ახალია ჩვენი ქვეყნისთვის. მნიშვნელოვანია სემინარი, რომელიც აქ იმართება და რომელშიც ჩართულები არიან აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლები და უცხოელი კონსულტანტები.
​ჩვენ გავდივართ მენეჯმენტის თემებს, კოორდინაციის გაუმჯობესებას. ვფიქრობ, ახალი რეალობის პირობებში ეს არის კარგი შესაძლებლობა იმისთვის, რომ ჩვენ მენეჯმენტი გავაუმჯობესოთ.
​როცა საუბარია იმაზე, რომ კონკრეტულ პერსონებთან დაკავშირებით, პოზიცია უნდა დავაფიქსიროთ, ეს ჯერ ძალიან ადრე და ძალიან არასწორია. ამბის ინტერპრეტირება არ უნდა მოხდეს და მთავარი ის არის, რომ ჩვენ, პარლამენტმა ავიღეთ გარკვეული დრო, მინიმუმ ერთი თვე იმისთვის, რომ საგაზაფხულო სესიებამდე ვიმსჯელოთ, კრიტერიუმები არის თუ არა გასაწერი იუსტიციის საბჭოს უფლებამოსილებებთან დაკავშირებით, რომელიც უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების კანდიდატურების წარმოდგენას ეხება პარლამენტის წინაშე. ამ კრიტერიუმების გაწერის შემდეგ, ან მის გარეშე, პარლამენტი იმსჯელებს, რამდენად მისაღებია კონკრეტული პერსონა. ჯერ ჩვენ სხვა საკითხი გვიდგას დღის წესრიგში და ამის შემდეგ უნდა გადავიდეთ ინდივიდუალურ შეფასებაზე“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები