თელავის თეატრში ვანო იანტბელიძის 65 წლის საიუბილეო საღამო გაიმართება და ვარსკვლავი გაიხსნება
14 იანვარს, 17 საათზე, თელავის თეატრი ქართული თეატრის დღისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებას უმასპინძლებს. როგორც „კვირას“ თელავის თეატრში განუცხადეს, ამ დღეს მსახიობ – ვანო იანტბელიძის 65 წლის საიუბილეო საღამო და ვარსკვლავის გახსნაც გაიმართება.