“არჩევნებში სააკაშვილის დამარცხების შემდეგ მამუკა ხაზარაძემ დანაშაულებრივი კვალის წაშლა დაიწყო”

2012 წელს საპარლამენტო არჩევნებში მმართველი გუნდის დამარცხებისა წაგებისა და მიხეილ სააკაშვილის მარცხის შემდეგ, „თიბისი ბანკის“ დამფუძნებელმა მამუკა ხაზარაძემ დანაშაულებრივი კვალის წაშლა დაიწყო.
საუბარია მილიონობით დოლარის გათეთრება-მითვისებაზე. როგორც „კვირას“ სანდო წყარომ განუცხადა, მამუკა ხაზარაძე საკუთარი ბანკის გაძარცვის გამო, შესაძალოა, ციხეში აღმოჩნდეს.
ჩვენი ინფორმაციით, ფინანსური მონიტორინგის სამსახურის მიერ, ხაზარაძის გარშემო გამოვლენილი მაქინაციების შესწავლა ორი მიმართულებით მიმდინარეობს. ერთის მხრივ საქმეს სწავლობს ეროვნული ბანკი, ხოლო სისხლის სამართლებრივ გამოძიებას აწარმოებს საქართველოს მთავარი პროკურატურა.
„თიბისი ბანკს“, ბიზნესმენ ავთო წერეთლის კომპანიებს და მამუკა ხაზარაძეს შორის ვალდებულებების გადაბარების შესაბამისი მიღება-ჩაბარების აქტები 2012 წლის 29 სექტემბრით არის დათარიღებული. ჩვენი წყაროს ინფორმაციით, თარიღი მიღება-ჩაბარების აქტზე გაყალბებულია და მხოლოდ 2012 წლის 1 ოქტომბრის შემდეგ უკანა რიცხვით არის შედგენილი. როგორც ჩანს, ხაზარაძე არჩევნების შედეგებს ელოდებოდა და სააკაშვილის დამარცხების შემდეგ ისტერიულად დაიწყო დანაშაულებრივი კვალის წაშლა. სიჩქარეში მას გამორჩა, რომ 2012 წლის 29 სექტემბერი არასამუშაო დღე იყო, როცა საქმიანი დოკუმენტები არ დგება.
„მიღება-ჩაბარების აქტის გამყალბებელი ვარაუდობდა, რომ სააკაშვილის დამარცხების შემდეგ ავთო წერეთელი და მამუკა ხაზარაძე ინგასი და მურტალოსი არ იყოს, არავის გაახსენდებოდა, რადგან პირველ ოქტომბერს ნაცებისთვის დიდი სამამულო ომი დაიწყო. გაიზიარებს თუ არა მურტალოს ბედს ხაზარაძე, ამ კითხვაზე პასუხი თემიდას მივანდოთ. დაიჭერენ თუ არ დაიჭერენ მამუკა ხაზარაძეს, არც ეს უნდა იყოს მისთვის ტრაგედია. ციხეში ბევრი მჯდარა, უბრალოდ, ტრაგედია ის არის, რომ გეპეის კომკავშირის მდივნობიდან მოყოლებული, ათეული წლების განმავლობაში ნალოლიავები რეპუტაცია ასეთი იაფფასიანი მაქინაციებით იმსხვრევა. მსხვრევა და ტრაგედიაა, როცა მეცენატი, ლიტერატურის ქომაგი, ჩოხოსანი, ცხენზე სომბრეროთი მოჯირითე არისტოკრატი ბიზნესმენი მამუკა ხაზარაძე მის მიერვე დაფუძნებულ ბანკში დეპოზიტარების ფულის მოპარვაში იქნა მხილებული“, – ამბობს „კვირას“ რესპონდენტი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები