დავით ზურაბიშვილი: ვინ თქვა საახალწლოდ პოლიტიკა კვდებაო? მხოლოდ ბოლო ორ კვირაში რამდენი რამ მოხდა

“რესპუბლიკური პარტიის” წევრი დავით ზურაბიშვილი ქვეყანაში მიმდინარე აქტუალურ  მოვლენებს ეხმაურება და სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.

“ვინ თქვა საახალწლოდ პოლიტიკა კვდებაო? მხოლოდ ბოლო ორ კვირაში რამდენი რამ მოხდა:

ბესელია კომიტეტის თავმჯდომარეობიდან გადადგა და უმრავლესობას დაუპირისპირდა მოსამართლეების საკითხზე.

პრეზიდენტმა გვარს არ დავასახელებ და სალომემ სულ ერთხელ ამოიღო ხმა წინასაახალწლო მოლოცვის სახით და იქაც სიტყვის თავისუფლების შეზღუდვა მოითხოვა, მეტადრე ცილისწამების.

მერე პატრიარქმაც თქვა საშობაო ეპისტოლეში, ბოროტად იყენებენ სიტყვის თავისუფლებასაო და კობახიძემაც მომენტალურად დაუდასტურა, აბა რაო.

მანამდე იგივე კობახიძემ, მურუსიძის დემონიზაცია მოხდაო (საერთოდ ამან კიდევ ბევრი რამე თქვა. მაგრამ ეს ყველაზე კარგი იყო).

ამასობაში უვადო მურუსიძემაც წამოყო თავი და, არც მეტი არც ნაკლები, ნაცები მებრძვიანო.

ქორეპისკოპოსმა იაკობმა, გახარია ბევრს თუ გაახურებს გავუშვებთ იმ თანამდებობიდან და საერთოდ არ ამალაპარაკოს მაგანო.

ბიძინამ საპარლამენტო უმრავლესობას უსაყვედურა, სამედიცინო მარიხუანას გაყიდვის კანონპროექტი რა სინდისით გაიწვიეთო.

მოკლედ, დუღს ცხოვრება!.

P. S. ლუგარის ლაბორატორია რომ “ღორის გრიპს” ავრცელებს და ტომოსის წაკითხვას რომ ვერც ერმა და ვერც ბერმა საშველი ვერ დააყენა, მაგაზე აღარ ვლაპარაკობ”, -წერს დავით ზურაბიშვილი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები