გორში 9 თვის ჩვილი გოგონა საკუთარ საწოლში ბებიამ გარდაცვლილი ნახა

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ბერბუკში 9 თვის ჩვილი გოგონა საკუთარ საწოლში ბებიამ გარდაცვლილი ნახა.
ბავშვის გარდაცვალების მიზეზს ექსპერტიზა დაადგენს.
როგორც „კვირასთვის“ გახდა ცნობილი ბავშვის დედა კლინიკაშია მოთავსებული და ჩვილს ბებია უვლიდა. დედა სამედიცინო დაწესებულებაში მკურნალობას ამ დრომდე აგრძელებს.
ბავშვის ცხედარი ექსპერტზიის ბიუროშია გადასვენებულია, თავდაპირველად ოჯახი მისი გაკვეთის წინააღდეგი იყო, რასაც დაპირისპირება მოჰყვა სამართალდამცველებსა და გარდაცვლილის ოჯახის წევრებს შორის.
როგორც „კვირას“ შსს-ს პრესსამსახურეში განუცხადეს, მომხდარ ფაქტზე გამოძიება 116-ე მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები