ზაქარია ქუცნაშვილი: არ მგონია, სწორი იყოს, ვუკარნახოთ კოლეგებს, ჩვენს თანამებრძოლებს, ვინ სად უნდა იყოს

პარლამენტი არ წარმოადგენს ვერტიკალური ხელისუფლების განშტოებას, სადაც უფროსის ნებაზეა დამოკიდებული მისი მოადგილის თუ ხელქვეითის საკითხი, – ამის შესახებ უმრავლესობის დეპუტატმა ზაქარია ქუცნაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.
როგორც ქუცნაშვილმა განმარტა, საპარლამენტო უმრავლესობაში საკადრო ცვლილებები შეიძლება, მხოლოდ საპარლამენტო თანამდებობებთან იყოს დაკავშირებული.
„პარლამენტი არ წარმოადგენს ვერტიკალური ხელისუფლების განშტოებას, სადაც უფროსის ნებაზეა დამოკიდებული მისი მოადგილის თუ ხელქვეითის საკითხი. ასე რომ, ეს დამოკიდებულია იმაზე, ვის აირჩევს კომიტეტები და ფრაქციები და ვის გადაირჩევს“, – განაცხადა ზაქარია ქუცნაშვილმა.
კითხვაზე, აქვს თუ არა ეკა ბესელიას საპარლამენტო უმრავლესობის დატოვების საფუძველი, დეპუტატი შემდეგნაირად პასუხობს:
„არ მგონია, სწორი იყოს, ვუკარნახოთ კოლეგებს, ჩვენს თანამებრძოლებს, ვინ სად უნდა იყოს. ეს მათი გადასაწყვეტია. ყველა თავისუფალი ადამიანია და ყველა თავად იღებს თავის გადაწყვეტილებას“, – აღნიშნა ქუცნაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები