ეკა ბესელია: თანამოაზრეები ვსაუბრობთ იმ ნაბიჯებზე, რომელიც ეხება მოსამართლეების შერჩევის პროცესს, რათა ის იყოს ჯანსაღი

ჩვენი შემდგომი ნაბიჯები დამოკიდებულია იმაზე, თუ რა პოზიცია ექნება ფრაქციასაც და უმრავლესობასაც – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ეკა ბესელიამ კოლეგებთან:დავით ჭიჭინაძესთან, რევაზ არველაძესა და გედევან ფოფხაძესთან შეხვედრის შემდეგ განუცხადა.
ეკა ბესელიას განცხადებით, პოლიტიკური ინსტრუმენტები: ფრაქცია იქნება თუ რაიმე ტიპის ერთობა, არ არის მიზანი და თვითმიზანი.
“თანამოაზრეები ვსაუბრობთ იმ ნაბიჯებზე, რომელიც ეხება მოსამართლეების შერჩევის პროცესს, რათა ის იყოს, რაც შეიძლება გამჭვირვალე და ჯანსაღი. პოლიტიკური ინსტრუმენტები: ფრაქცია იქნება თუ რაიმე ტიპის ერთობა, არ არის მიზანი და თვითმიზანი. ყველაფერი შეიძლება განვიხილოთ, როგორც ინსტრუმენტად მთავარი მიზნის მისაღწევად, რომ ქვეყანას დავუტოვოთ დამოუკიდებელი მართლმსაჯულება. ძალიან მნიშვნელოვანი იქნება მათი პოზიცია სასამართლოსთან დაკავშირებულ საკითხებზე. თუ მოხდება თანხვედრა და ჩვენი პოზიციების ერთ შეთანხმებულ საკითხამდე მისვლა, შესაძლოა, ამ პროცესის ჯანსაღად გაგრძელება. თუ იქნება რადიკალური განსხვავება, ამის შემდეგ განვიხილავთ შემდგომ ნაბიჯებს”,- განაცხადა ეკა ბესელიამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები