ბესელია, გოგიჩაიშვილი და ფოფხაძე უზენაეს სასამართლოსთან დაკავშირებულ საკითხზე საზოგადოებასთან შეხვედრებს გამართავენ

ფრაქცია “ქართული ოცნების” წევრის, ეკა ბესელიას ინფორმაციით, ის ლევან გოგიჩაიშვილთან და გედევან ფოფხაძესთან ერთად უზენაეს სასამართლოსთან დაკავშირებულ საკითხზე საზოგადოებასთან შეხვედრებს გამართავენ.
​მისივე თქმით, შეხვედრები უმრავლესობის წარმომადგენლებთანაც გაიმართება, თუცა ამას ოფიციალური პროცედურა არ სჭირდება.
“შემდეგი კვირიდან დავიწყებთ შეხვედრებს სხვადასხვა ჯგუფებთან, ვინც გამოთქვამს მზადყოფნას, იყოს ამ პროცესის თანამონაწილე. ეს არის პროფესიული წრეები, აკადემიური წრეები, სამოქალაქო საზოგადოება, რომლებსაც აქვთ ინტერესი, იყვნენ თანამოაზრე ამ პროცესში. ასეთი შეხვედრების დაგეგმვას ვაპირებთ შემდეგ კვირაში. ბევრი ადამიანია შეხვედრების მსურველი. გავმართავთ ასეთ შეხვედრებს, რადგან საკითხი არ ჩაიკეტოს ერთ გუნდში და მისი განხილვა ღია იყოს.
​რაც შეეხება უმრავლესობის სხდომას, არ სჭირდება ამას ოფიციალური პროცედურა. შეუძლია რამდენიმე ადამიანს ამის ორგანიზება. ვფიქრობ, მომდევნო კვირაში შეგვიძლია გავუკეთოთ ორგანიზება ჩვენს კოლეგებთან შეხვედრას ყოველგვარი წინასწარი პროცედურის გარეშე. ჩვენ კოლეგებს შევეხმიანებით და შეკრების ორგანიზებას გავაკეთებთ”, – განაცხადა ბესელიამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები