გიორგი ჩოგოვაძე „საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ დირექტორის პოსტზე მუშაობას დღეიდან შეუდგა

გიორგი ჩოგოვაძე „საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ დირექტორის პოსტზე მუშაობას დღეიდან ოფიციალურად შეუდგა და თანამშრომლებთან პირველი სამუშაო შეხვედრა გამართა.
შეხვედრას საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე აკაკი საღირაშვილი, სამინისტროს ტრანსპორტისა და ლოგისტიკის განვითარების პოლიტიკის დეპარტამენტის უფროსი ქეთევან სალუქვაძე ესწრებოდნენ.
შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოს აეროპორტების საქმიანობას და სამომავლო გეგმებს. ასევე, განიხილეს ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის მშენებლობის საკითხი და ახალი ავიამიმართულებები.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები