ეკა ბესელია ჟურნალისტებს: კი გინდათ სერიალების ყურება, მაგრამ ვითარების ზედმეტად გამძაფრება საჭირო არ არის

“კი გინდათ სერიალების ყურება, მაგრამ არ არის საჭირო ვითარების ზედმეტად გამძაფრება”,- ასე უპასუხა დეპუტატმა ეკა ბესელიამ ჟურნალისტებს.
ჟურნალისტის კითხვაზე, ვინაიდან ის კაჭრეთში გამართულ შეხვედრას არ ესწრება, ნიშნავს თუ არა, რომ შესაძლოა, გუნდი ემიჯნებოდეს, ბესელიამ სწორედ ამის საპასუხოდ განაცხადა, რომ ზედმეტად ვითარების გამძაფრება საჭირო არ არის.
კითხვაზე, თუ რა ტიპის შეხვედრაა და რატომ არ მონაწილეობს თავად ამ შეხვედრაში, ბესელია ამსობს, რომ ამ კითხვაზე პასუხი ორგანიზატორებს ექნებათ.
“მგონი, რომ უმრავლესობის სხდომა არ არის. შესაძლოა, ისეთი ფორმატია, რომ ბიუროს შემადგენლობის მიხედვით იმართება. ალბათ, გაკეთდება განმარტებები. ფორმატზე უნდა კითხოთ, ვინც დაგეგმა შეხვედრა. შესაძლოა, ბიუროს ფორმატის შეხვედრაა აღმასრულებელ ხელისუფლებასთან. ასეთი შეხვედრები იმართებოდა ხოლმე. მე არ ვარ ბიუროს წევრი. მე ნუ მეკითხებით იმას, ვინც აორგანიზებს რაღაც შეხვედრებს”,- განაცხადა ეკა ბესელიამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები