რეზო ნასიძის დედა: ჩემი შვილი ძლიერ ტკივილგამაყუჩებელს, მორფინს ითხოვდა

მსახიობ რეზო ნასიძის დედა, თამარ ნიშნიანიძე წმინდა მიქაელ მთავარანგელოზის სახელობის კლინიკაში მომხდარ ინციდენტს განმარტავს, სადაც მისი შვილი ექიმს ფიზიკურად გაუსწორდა.
როგორც მან აღნიშნა, რეზო ნასიძეს ვირუსი ჰქონდა, რის გამოც ძლიერ ტკივილგამაყუჩებელს, მორფინს ითხოვდა.
„მორფიუმი ძლიერი ტკივილგამაყუჩებელია, რომელიც მეც გამიკეთეს რამდენჯერმე, როცა დამჭირდა. იმ დროს, როდესაც პაციენტს სხვა რაღაცები უკვე გაკეთებული აქვს და არ შველის, შეიძლება, გაუკეთო.
რეზიმ მოითხოვა, რომ მისთვის ძლიერი ტკივილგამაყუჩებელი ან მორფი გაეკეთებინათ, ოღონდ გაზავებული იმიტომ, რომ გულისრევას იწვევსო ან რაღაც ძლიერიო, რამე მიშველეთო, ძალიან ცუდად ვარო. რამდენიმე დღე ვებრძოდით ამ საშინელ ვირუსს”, – ამბობს რეზო ნასიძის დედა.
ცნობისათვის, სამართალდამცველებმა ექიმის ცემის ბრალდებით „ჩემი ცოლის დაქალების“ ყოფილი მსახიობი, რეზო ნასიძე დააკავეს. როგორც ირკვევა, ექიმსა და მსახიობს შორის დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო, რაც კლინიკაში მყოფმა პაციენტმა ექიმს ნარკოტიკული საშუალება მოსთხოვა, უარის შემდეგ კი მას ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები