გიორგი შველიძე ამერიკელ კინოოპერატორთა საზოგადოების ნომინანტია

ამერიკულმა გამოცემამ Variety ამერიკელ კინოოპერატორთა საზოგადოების ნომინანტების სია გამოაქვეყნა.
ეროვნული კინოცენტრის ინფორმაციით, ერთ-ერთ ნომინაციაში – Spotlight Award წარდგენილია ქართველი ოპერატორი გიორგი შველიძე ფილმისთვის „ნამე“. მის გარდა ამ ნომინაციის ჯილდოსთვის იბრძოლებენ ფილმების – Girl და The Rider ოპერატორები.
პირველი შემთხვევა, როდესაც ქართული ფილმის ოპერატორი ამ ჯილდოზე წარადგინეს. 2017 წელს ამერიკელ კინოოპერატორთა საზოგადოების ნომინანტი ესპანელი ოპერატორი  გორკა გომეს ანდრეუ გახდა რუსუდან გლურჯიძის ფილმისთვის „სხვისი სახლი“.
ASC Awards, სადაც გამარჯვებულების ვინაობა გახდება ცნობილი, 9 თებერვალს 33-ედ გაიმართება. წლევანდელი წელი საიუბილეოა, რადგან ამერიკელ კინოოპერატორთა საზოგადოება 100 წლის იუბილეს იზეიმებს.
ნომინანტებს შორის მოხვდნენ ისეთი ფილმები და ტელესერიალები, როგორებიცაა: Roma, A Star Is Born, Yellowstone, Cold War, The Handmaid’s Tale და სხვა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები