წინამძღვრიშვილის ქუჩაზე მაღაზია „ორი ნაბიჯი“ დააყაჩაღეს

მაღაზია „ორი ნაბიჯის“ დაყაჩაღებისას თავდამსხმელებმა, რომელთაგან ერთი ცეცხლსასროლი იარაღით, მეორე კი დანით იყო შეიარაღებული მაღაზიიდან 400 ლარამდე თანხა წაიღეს. შემთხვევის ადგილზე ამ წუთებში ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ. ადგილზე მობილიზებულია რამდენიმე საპატრულო ეკიპაჟი. მომხდარს შსს 179-ე მუხლით იძიებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები