კლინიკა „მედცენტრში“ ბათუმის მერიის თანამშრომელი, 54 წლის მამაკაცი გარდაიცვალა

ბათუმში,  კლინიკა  „მედცენტრში“, ბათუმის მერიის თანამშრომელი, 54 წლის მამაკაცი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია „კვირას“ კლინიკის რეანიმაციულ განყოფილებაში დაუდასტურეს. მათივე ინფორმაციით, პაციენტი  კლინიკაში გუშინ მიიყვანეს, ის  მართვით სუნთქვაზე იმყოფებოდა. მამაკაცს ქალა-ტვინის დახურული ტრავმა და გულ-მკერდის არეში შინაგანი ორგანოების დაჟეჟილობა აღენიშნებოდა.

ამასთან, სამედიცინო დაწესებულებაში  ამ დრომდე აგრძელებს მკურნალობას კიდევ ერთი დაშავებული. 60 წლის მამაკაცს უკვე ჩაუტარდა ქირურგიული ოპერაციები, მას  მრავლობითი მოტეხილობები აღენიშნება. მამაკაცის მდგომარეობაც სტაბილურად მძიმეა, თუმცა მოტეხილობები სიცოცხლესთან შეუთავსებელი არ არის.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ძლიერი ქარის გამო, ბათუმში, ჭავჭავაძის ქუჩაზე, ცხრასართულიანი საცხოვრებელი სახლის სახურავიდან თუნუქის ფურცლების ჩამოვარდნის შედეგად, ორი მოქალაქე დაშავდა ასევე, დაზიანდა ორი ავტომანქანა .

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები