ბათუმში, სტიქიის დროს დაშავებული 53 წლის მამაკაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა

,,ბათუმში, ძლიერი ქარის შედეგად დაშავებული 53 წლის მამაკაცის  ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა”, – ამის შესახებ ჟურნალისტებს  აჭარის ჯანდაცვის მინისტრმა, ზაალ მიქელაძემ განუცხადა. 

მისივე თქმით,  დაშავებულ მამაკაცს, რომელიც ბათუმის მერიის თანამშრომელია,  თავისა და გულ-მკერდის არეში მძიმე ტრავმები აქვს მიღებული, ის  კლინიკა “მედცენტრშია” მოთავსებული.

  რაც შეეხება მეორე დაშავებულს, მინისტრის, ზაალ მიქელაძის თქმით, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები