ნინოწმინდა-სომხეთის საზღვარზე მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალა

ნინოწმინდა-სომხეთის საზღვარზე მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.

„ინტენსიური თოვისა და ძლიერი ქარის გამო, საერთაშორისო მნიშვნელობის ახალციხე-ნინოწმინდის(სომხეთის რესპუბლიკის საზღვარი) საავტომობილო გზის 90-კმ 112 (ნინოწმინდა-სომხეთისსაზღვარი) მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტისა და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია. გზის დანარჩენ მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია“, – აღნიშნულია საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციაში

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები