ილია მეორე: მადლობელი ვარ თქვენი სიყვარულისთვის

მადლობელი ვარ თქვენი სიყვარულისათვის, – ასე მიმართა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ საპატრიარქოში, მისი იუბილის აღსანიშნავ მიღებაზე შეკრებილებს.

შესაბამის ინფორმაციას “პირველი არხი” ავრცელებს.

„ძალიან ხშირი შემთხვევაა, როცა ჩვენ ერთმანეთის სიმძიმეს კი არ ვიტვირთავთ, ვამძიმებთ ერთმანეთს და დღევანდელი დღე და განსაკუთრებით, საღამო არის ის საღამო, როცა თქვენ იტვრთეთ ჩემი სიმძიმე.

მადლობელი ვარ თქვენი სიყვარულისთვის. 41 წელია, მე ვემსახურები საქართველოს ეკლესიას და ვმადლობ უფალს და გმადლობთ თქვენ, ღვთის წყალობა რომ არ ყოფილიყო და თქვენი სიყვარული, ეს შეუძლებელი იქნებოდა. ჯვარი გეწეროთ, ჩვენთან არს ღმერთი“, – მიმართა პატრიარქმა მის იუბილეზე შეკრებილებს.

პატრიარქს 86 წელი შეუსრულდა.

იუბილე ილია მეორეს პრემიერმა, პრეზიდენტმა, პარლამენტის თავმჯდომარემ და დეპუტატებმა მიულოცეს.

საპატრიარქოში საიუბილეო მიღებაზე ბავშვთა სახლის აღსაზრდელებიც იმყოფებოდნენ.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები