უამინდობის გამო საპატრულო პოლიცია მოქალაქეებს აფრთხილებს

საპატრულო პოლიცია მოქალაქეებს ახალქალაქი-კარწახის ​გზაზე ავტომობილების მოძრაობის შეზღუდვის შესახებ აფრთხილებს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიცია და სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტი მოქალაქეებს აფრთხილებს, რომ რთული მეტეოროლოგიური პირობების, ქარბუქისა და ნამქერის გამო, ახალქალაქი-კარწახის საერთაშორისო მნიშვნელობის საავტომობილო გზაზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდა.
კერძოდ, აღნიშნული გზის გარკვეულ მონაკვეთებზე აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის, ასევე 30-ზე მეტი ადგილის მქონე ავტობუსების მოძრაობა. სხვა სახის ტრანსპორტისთვის გადაადგილება თავისუფალია.
უამინდობის გამო, ასევე შეზღუდულია მოძრაობა ფარავნის უღელტეხილზე, წალკა- ნინოწმინდის გზაზე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები