ოპერის თეატრი შობა-ახალი წლის დღეებში ბალეტ „მაკნატუნას“ უმასპინძლებს
8, 9, 10, 13 იანვარს, 14:00 საათზე, 11, და 12 იანვარს, 19:00 საათზე, ოპერისა და ბალეტის თეატრში ბალეტი „მაკნატუნა“ გაიმართება.
როგორც „კვირას“ ოპერის თეატრიდან აცნობეს, პიოტრ ჩაიკოვსკის ლეგენდარული ორმოქმედებიანი ბალეტი „მაკნატუნა“ მნახველებს შობა-ახალი წლის დღეებს გაულამაზებს.
მონაწილეობენ: ლალი კანდელაკი, რუიკა იოკოიამა, სტეფანია ვოტკინსონი, ნუცა ჩეკურაშვილი, ნინო სამადაშვილი, ეკატერინე სურმავა, იონენ ტაკანო, კარინ ვაშიო, პაპუნა კაპანაძე, ფილიპ ფედულოვი, რაფაელ სპაიკერი, ნია გულორდავა, ნინო ხახუტაშვილი, ანა ქსოვრელი, აბელოის ანტონიო, ანდრეა პორო…
დროსელმაიერი – მაქსიმ კამიშევი; დამდგმელი ქორეოგრაფი – ალექსანდრე ფადეეჩევი; თოჯინების ცეკვების დამდგმელი – გია მარღანია; დამდგმელი მხატვარი – სოლიკო (სიმონ) ვირსალაძე; მხატვარი – იური გეგეშიძე;
სპექტაკლის წამყვანი რეჟისორი – ნიალა გოძიაშვილი, ცისია ჩოლოყაშვილი.
თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის ორკესტრი -დირიჟორი პაპუნა ღვაბერიძე.
ბილეთები იყიდება თეატრის სალაროსა და ონლაინ: https://beta.tkt.ge/Show/5396/maknatuna