ზუგდიდში „ლენდოს“ დაყაჩაღებისთვის დაკავებული დასუფთავების სამსახურის თანამშრომელია

ზუგდიდში მიკროსაფინანსო ორგანიზაცია “ლენდოს“ დაყაჩაღებისთვის მერიის დასუფთავების სამსახურის მოქმედი თანამშრომელია დაკავებული.
52 წლის გიგლა გოგილავას საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას სამართალდამცველებმა იარაღი და ნიღბები ამოიღეს.
თავდასხმა ორგანიზაციაზე 31 დეკემბრის ღამეს მოხდა.
ზუგდიდის მერიის თანამშრომელი ბანკში იმ დროს შეიჭრა, როცა სალაროს გადაბარება ხდებოდა.
შსს-ს ინფორმაციით, გამოძიებამ დაადგინა, რომ ი.გ.-მ ზუგდიდში, რუსთაველის ქუჩაზე მდებარე მიკროსაფინანო ორგანიზაცია “ლენდო” დააყაჩაღა, ცეცხლსასროლი იარაღის მუქარით 1330 ლარი გაიტაცა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
სამართალდამცველებმა ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ი.გ. მომხდარიდან რამდენიმე საათში დააკავეს.
პოლიციამ ბრალდებულის პირადი და საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას ყაჩაღობის შედეგად გატაცებული თანხის ნაწილი და დანაშაულის ჩადენის იარაღი ნივთმტკიცებად ამოიღო.
გამოძიება ყაჩაღობის ფაქტზე მიმდინარეობს, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლით.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები