შს სამინისტრომ ზუგდიდში „ლენდოს“ დაყაჩაღების ფაქტი გახსნა

შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად 1968 წელს დაბადებული ი. გ. ყაჩაღობის ბრალდებით დააკვეს.
ჩადენილი დანაშაული 5-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
როგორც „კვირას“ შს სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს, გამოძიებამ დაადგინა, რომ ი.გ.-მ ზუგდიდში, რუსთაველის ქუჩაზე მდებარე მიკროსაფინანო ორგანიზაცია “ლენდო” დააყაჩაღა, ცეცხლსასროლი იარაღის მუქარით 1330 ლარი გაიტაცა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
სამართალდამცველებმა ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ი.გ. მომხდარიდან რამდენიმე საათში დააკავეს.
პოლიციამ ბრალდებულის პირადი და საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას ყაჩაღობის შედეგად გატაცებული თანხის ნაწილი და დანაშაულის ჩადენის იარაღი ნივთმტკიცებად ამოიღო.
გამოძიება ყაჩაღობის ფაქტზე მიმდინარეობს, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლით.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები