ერაყის საჰაერო ძალებმა ტერორისტული დაჯგუფების 30 ლიდერი გაანადგურეს
ერაყის საჰაერო ძალებმა სირიაში ტერორისტული დაჯგუფება “ისლამური სახელმწიფოს” 30 მეთაურის ლიკვიდირება მოახდინეს. ამის შესახებ განცხადებას ერაყის საჰაერო ძალები ავრცელებს.
ძალოვანი სტრუქტურის ინფორმაციით, “ისლამური სახელმწიფოს” ლიდერების ლიკვიდაცია სირიის პროვინცია დეიპ-ეზ-ზორში მოხდა. საჰაერო ძალებმა იერიში ას-სურას რაიონში ერთ-ერთ შენობაზე მიიტანეს, სადაც მეთაურების შეკრება მიმდინარეობდა.