რუსეთში კოკაინის ბუჩქისა და კანაფის მოყვანა ნებადართული გახდა

რუსეთის ხელისუფლებამ ქვეყნის ტერიტორიაზე ნარკოტიკული შემადგენლობის მცენარის წარმოება, როგორც ნარკოტიკული, ასევე, ფსიქოტროპული მედიკამენტების დამზადება ნებადართული გახადა. ამის შესახებ ინფორმაციას რუსეთის მრეწველობისა და ვაჭრობის მინისტრი დენის მანტუროვი ავრცელებს.
კანონპროექტი ამტკიცებს ყაყაჩოს ძილის ნებადართული ჯიშების კულტივაციას, ოპიუმის ალკალოიდების მაღალი შემცველობით გაშენებას.
მინისტრის განცხადებით, კანონპროექტის განხორციელება საშუალებას იძლევა, რუსეთში შეიქმნას ნარკოტიკული ტკივილგამაყუჩებელი მედიკამენტების სრული ციკლის (ფარმაცევტული ნივთიერებების ჩათვლით) წარმოება, რაც იმპორტის ჩანაცვლებას ხდის შესაძლებელს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები