აფხაზეთის მხატვართა საშობაო გამოფენა გაიმართება

 27 დეკემბერს, 18 საათზე, აფხაზეთის კულტურისა და ხელოვნების ცენტრი საშობაო გამოფენას გამართავს. როგორც „კვირას“ აფხაზეთის მხატვართა კავშირის თავმჯდომარემ დავით ბაძაღუამ აცნობა,  გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება ცნობილი ქართველი მხატვრების 70-მდე ნამუშევარი.
ასევე, გაიმართება აფხაზეთის მკვიდრ მხატვართა – რამინ აფაქიძის, ნერსე ბაცაშის  და ზურაბ ჭედიას საიუბილეო ალბომების პრეზენტაცია. გამოფენის პარალელურად დაგეგმილია ფილმის „ჩემი სახლისკენ მიმავალი გზა“ ჩვენება,  რომელიც გადაიღო აფხაზეთის საინფორმაციო უზრუნველყოფის ცენტრმა.
„ჩვენ შევეცდებით გაჩუქოთ საახალწლო ბედნიერი და ლამაზი განწყობა.- ამიტომ მობრძანდით და დატკბით ჩვენთან ერთად სახელოვნებო სივრცეში“, – აცხადებს დავით ბაძაღუა.

მისამართი: კოსტავას  59 (ყოფილი აბრეშუმის ფაბრიკის შენობა).

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები