„მიგრაცია: სამყარო, ადამიანი და ტვინი“ – გია დვალის, დავით ლორთქიფანიძისა და ზაალ კოკაიას ერთობლივი საჯარო ლექცია გაიმართება

28 დეკემბერს, 17:00 საათზე, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სააქტო დარბაზში გაიმართება უნივერსიტეტის კურსდამთავრებულების – მიუნხენის და ნიუ-იორკის უნივერსიტეტების პროფესორის გია დვალის, ეროვნული მუზეუმის გენერალური დირექტორის, თსუ პროფესორის დავით ლორთქიფანიძის და ლუნდის უნივერსიტეტის პროფესორის ზაალ კოკაიას ერთობლივი საჯარო ლექცია თემაზე „მიგრაცია: სამყარო, ადამიანი და ტვინი“.
როგროც „კვირას“ უნივერსიტეტიდან აცნობეს, ლექცია ტარდება უნივერსიტეტის დაარსების 100 წლის იუბილეს ფარგლებში და ორგანიზებულია ქართული უნივერსიტეტის საზოგადოების მიერ, რომლიც 2017 წლის 15 დეკემბერს აღდგა. ქართული უნივერსიტეტის საზოგადოება, რომელიც მიზნად ისახავს უნივერსიტეტის განვითარებაზე ზრუნვას, აერთიანებს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კურსდამთავრებულებსა და მის მხარდამჭერებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები