თორნიკე ჭელიძის "კონცენტრიკული წრეები"

30 იანვარს, 19 საათზე,”მწერალთა სახლში” თორნიკე ჭელიძე სადებიუტო პოეტურ კრებულს “კონცენტრიკული წრეები” წარადგენს.
თორნიკე ჭელიძის კრებული ცხოვრებაზეა, რომელიც „დილის სიზმრიდან გამოსვლას ჰგავს… რაღაც მაინც რომ შემოგრჩება: სურნელი, ან სიტყვა, კადრები“, ბავშვობაზეა, რომელიც „ოთახის ერთი კუთხიდან გამოგყურებს… და ყურებზე იფარებს ხელებს“, სიკვდილსა და მარტოობაზე, როცა ხშირად ასე გეუბნებიან: “მის მოსვლამდე არაფერი გეტკინოს… ჰოდა, შენ ზუსტად მის მოსვლამდე გტკივა“, ადამიანებზე, რომლებიც „შორსმხედველები არიან სხვის საქმეში…“ და არ იციან, „რომ ზოგი სახლშიც უსახლკაროა, რომ ზოგს თავის თბილ ოთახშიც სცივა“.
წიგნი სიყვარულზეცაა, რომელიც „ამ ყოველდღიურ კვდომაში, ისე გაჩნდება ხოლმე… როგორც ცარიელ და მიტოვებულ სახლში ბავშვმა წინ ჩაგირბინოს“.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები