საავტომობილო გზებზე მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვები მოიხსნა
საავტომობილო გზებზე მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვები მოიხსნა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო ავრცელებს.
„ჩატარებული გაწმენდითი სამუშაოების შედეგად, მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტარნსპორტის მოძრაობა აღდგა. ამ დროისთვის, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი-ტყიბული-ამბროლაურის საავტომობილო გზაზე, ქუთაისი-ალპანა-მამისონის უღელტეხილის საავტომობილო გზაზე, საგლოლო-ჭიორა-ღების საავტომობილო გზაზე და ჭრებალო-ნიკორწმინდას საავტომობილო გზაზე, ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია“,- აცხადებენ დეპარტამენტში.