კონსტანტინე გამსახურდიას გამოკვლევები უტარდება

კონსტანტინე გამსახურდია “ალექსანდრე ალადაშვილის სახელობის კლინიკის” კარდიოლოგიურ განყოფილებაშია მოთავსებული, სადაც გამოკვლევები უტარდება.
მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.
„კონსტანტინე გამსახურდია შემოყვანილ იქნა კრიტიკული მედიცინის განყოფილებაში 13:50 საათზე, დიაგნოზით – ჰიპოვოლემიური მდგომარეობა და სტენოკარდია. პაციენტი მოთავსებულია კარდიოლოგიურ განყოფილებაში, იგეგმება გაფართოებული გამოკვლევები, რომელთა შედეგებითაც განისაზღვრება შემდეგი ტაქტიკა. პაციენტის მდგომარეობა ამ ეტაპზე დამაკმაყოფილებელია. რაც შეეხება შიმშილობის შესაძლო გაგრძელებას, ასეთი მდგომარეობის შემდეგ, შიმშილობის გაგრძელება არასასურველია”, – აღნიშნა კლინიკის კრიტიკული მედიცინის განყოფილების ხელმძღვანელმა ლევან ბესელიამ.
შეგახსენებთ, რომ 31 დეკემბერს საქართველოს პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას გაურკვეველ ვითარებაში გარდაცვალების ფაქტზე 25-წლიანი ხანდაზმულობის ვადა იწურება. ვადის გახანგრძლივების მოთხოვნით ყოფილი პრეზიდენტის შვილები კონსტანტინე და ცოტნე გამსახურდიები მთავარ პროკურატურის შენობასთან უკვე რამდენიმე დღეა შიმშილობენ.
ამასთან, ვადის გაგრძელებაზე პარლამენტი თანახმაა და საკითხზე დღეიდან დაჩქარებულად იმსჯელებს, თუმცა პირველი პრეზიდენტის ოჯახი სპეციალური საგამოძიებო ჯგუფის შექმნასაც ითხოვს.
საქართველოს პირველი პრეზიდენტი, ზვიად გამსახურდია 1993 წლის 31 დეკემბერს, გამთენიისას, სამეგრელოს სოფელ ხიბულაში გაურკვეველ ვითარებაში გარდაიცვალა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები