ვახუშტი კოტეტიშვილის სახელობის პრემიის გამარჯვებულები გამოვლინდებიან

24 დეკემბერს, 18:30 საათზე, მწერალთა სახლი, გამომცემლობა „დიოგენესთან“ ერთად  ვახუშტი კოტეტიშვილის სახელობის პრემიის გამარჯვებულთა დაჯილდოებას მართავს.
როგორც „კვირას“ ორგანიზატორებმა აცნობეს, ვახუშტი კოტეტიშვილის პრემია გაიცემა ორ ნომინაციაში: წიგნად გამოცემული ნათარგმნი პოეზია და ლიტერატურულ პერიოდიკაში დაბეჭდილი პოეზიის თარგმანი.
პრემია 2016 წლიდან გაიცემა.
პროექტი დაფინანსებულია განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები