თბილისის მოსახლეობის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება

დღეს, თბილისის მოსახლეობის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება. კომპანია “თელასის” ცნობით, აღნიშნულის მიზეზი სარემონტო სამუშაოებია.
გლდანის რაიონში,საინვესტიციო პროგრამით გათვალისწინებული სამუშაოების გამო, 11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მეტრო „ახმეტელი“-ს მიმდებარე ტერიტორიის, გლდანის მასივის „ა“, I, II, IIIა მიკრორაიონების (ნაწილობრივ), ქერჩის და ომარ ხიზანიშვილის ქუჩების მცხოვრებლებს;
 
ნაძალადევის რაიონში, საინვესტიციო პროგრამით გათვალისწინებული სამუშაოების გამო, 01:00 საათიდან 07:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გურამიშვილის გამზირის (ნაწილობრივ), მექანიზაციის, იფნევის, გოგაშენის, დვირის, ედისის, ბჟოლეთის, ახალდაბის, ვაზიანის, ჟველაურის, ზვარეთის, არალეთის, თორნიკე ერისთავის, მოლითის და კვერნაულის ქუჩების მცხოვრებლებს, საინვესტიციო პროგრამით გათვალისწინებული სამუშაოების გამო 13:30 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გურამიშვილის გამზირის (ნაწილობრივ) და ბარამიძის ქუჩის მცხოვრებლებს;
 
კრწანისის რაიონში, საინვესტიციო პროგრამით გათვალისწინებული სამუშაოების გამო, 10:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ტელეგრაფის ჩიხის, ათონელის, სანაპიროს, შოთა ნიშნიანიძის, სულხანიშვილის, ბარათაშვილის, გოგჩას, ფხოვის, ფურცელაძის, ხაზინის, ვეკუას, ორბელიანის და მტკვრის ქუჩების მცხოვრებლებს;
 
დიდუბის რაიონში, საინვესტიციო პროგრამით გათვალისწინებული სამუშაოების გამო, 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დიღმის მასივის V კვარტლის (ნაწილობრივ) მცხოვრებლებს;
 
მთაწმინდის რაიონში, გადაუდებელი სამუშაოების ჩატარების გამო 10:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ზიჩის ქუჩის მცხოვრებლებს;
 
ვაკის რაიონში, გადაუდებელი სამუშაოების ჩატარების გამო, 12:00 საათიდან 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ილია ჭავჭავაძის გამზირის (ნაწილობრივ) მაცხოვრებლებს;
 
საბურთალოს რაიონში, გადაუდებელი სამუშაოების ჩატარების გამო 15:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ალასანიას და ზემო ვეძისის ქუჩების მცხოვრებლებს;
 
კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები