საქართველოს პარლამენტის კვლევითი და ანალიტიკური სამსახურის რეფორმის მიმდინარეობის შესახებ საჯარო შეხვედრა გაიმართა

საქართველოს პარლამენტის კვლევითი და ანალიტიკური სამსახურის რეფორმის მიმდინარეობის შესახებ საჯარო შეხვედრა გაიმართა. დამსწრეებს სიტყვით  პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ, გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მუდმივმა წარმომადგენელმა საქართველოში, ლუიზა ვინტონმა და საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის პოლიტიკის, პრესისა და ინფორმაციის განყოფილების ხელმძღვანელმა ასუნსიონ სანჩეს-რუისმა მიმართეს.

ლუიზა ვინტონმა პარლამენტის კვლევითი ცენტრის დაფუძნებისა და პარლამენტის ანალიტიკური და კვლევითი შესაძლებლობების გაძლიერების მნიშვნელობაზე ისაუბრა. 

გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მუდმივმა წარმომადგენელმა საქართველოს პარლამენტთან მჭიდრო თანამშრომლობისთვის მზადყოფნა კიდევ ერთხელ დაადასტურა.

საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის სახელით, მხარდაჭერა დაადასტურა და შემდგომი თანამშრომლობისთვის მზადყოფნა გამოთქვა  პოლიტიკის, პრესისა და ინფორმაციის განყოფილების ხელმძღვანელმა ასუნსიონ სანჩეს-რუისმა.

თამარ ჩუგოშვილმა, პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, პრეზენტაცია „პარლამენტის კვლევითი და ანალიტიკურიშესაძლებლობების გაძლიერება: გამოწვევები და სამომავლო გეგმები“ წარმოადგინა.

მისი განცხადებით, ქვეყნის უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს კვლევითი და ანალიტიკური შესაძლებლობების გაძლიერების წარმოდგენილი მოდელი საუკეთესო ექსპერტების მიერაა შეფასებული და რეკომენდებული.

„წელიწადზე მეტი, პარლამენტების წარმომადგენლები, რომლებიც საკუთარ ქვეყნებში წლების განმავლობაში საუკეთესო კვლევით ცენტრებს ხელმძღვანელობდნენ, მუშაობდნენ საქართველოს პარლამენტთან. სწორედ ისინი აფასებდნენ და აანალიზებდნენ, როგორ კეთდება სისტემა, სად არის ხარვეზები, როგორი უნდა იყოს კვლევითი ცენტრი და მათი რჩევის შედეგად, მივედით გარკვეულ დასკვნებამდე“, – აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ.

თამარ ჩუგოშვილმა არსებულ გამოწვევებზე ისაუბრა. პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომკვლევითი ცენტრის შექმნა პარლამენტის ყველა მიმართულებით გაძლიერებას ემსახურება.

„ეს არის მთავრობის ეფექტური ზედამხედველობის ხელშეწყობა, საკანონმდებლო პროცესის ხარისხის დახვეწა და გაუმჯობესება, პოლიტიკის ძირითადი მიმართულებების განსაზღვრა როგორც საშინაო, ასევე საგარეო მიმართულებით, რომელიც კვლევას და ფაქტებს უნდა ეფუძნებოდეს. სწორედ ამიტომ, კვლევასა და ფაქტებზე დაფუძნებული საჯარო პოლიტიკის წარმოება და ინფორმირებული გადაწყვეტილების მიღება – ეს არის პარლამენტის ერთი-ერთი ამოცანა“, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ.

საჭიროებებზე საუბრისას, თამარ ჩუგოშვილმა გაუმჯობესებული საკანონმდებლო ანალიზისა და კვლევაზე დაფუძნებული საზედამხედველო საქმიანობის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება.

„კომიტეტებმა ახალი ფუნქციები მიიღეს და საჭიროა, მათ ზურგს უმაგრებდეს კვლევითი საქმიანობა, შეფასება იმისა, თუ როგორია მოქმედიკანონმდებლობა. კვლევაზე დაფუძნებული საზედამხედველო საქმიანობა უმნიშვნელოვანესია, რადგან თუ გვინდა საზედამხედველოფუნქციის განხორციელება, მას ვერ განვახორციელებთ მხოლოდ მედიაში გავრცელებული ინფორმაციით. 

პარლამენტის წევრებს უნდაჰქონდეთ მნიშვნელოვანი მხარდაჭერა კვლევით და ანალიტიკურ დონეზე, რაც მათ მისცემთ შესაძლებლობას, კომპეტენტური კითხვებიდაუსვან მთავრობის წევრებს და დასვან კრიტიკული საკითხები. 

ეს პარლამენტის იმიჯისთვის მნიშვნელოვანია“,- განაცხადა თამარჩუგოშვილმა.

მისივე თქმით, საქართველოს პარლამენტს უმაღლეს სასწავლებლებსა და მათ კვლევით დეპარტამენტებთან თანამშრომლობის სურვილი აქვს.

პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ასევე აღნიშნა, რომ გამოყენებულ უნდა იქნას ყველა რესურსი, რაც პარლამენტს კომპეტენციის თვალსაზრისით გააძლიერებს.

თამარ ჩუგოშვილმა იმ მთავარ მახასიათებლებზეც ისაუბრა, რომელიც კვლევით ცენტრს უნდა ჰქონდეს. მისი თქმით, ესენია: პოლიტიკურიმიუკერძოებლობა; კვლევითი ცენტრი უნდა იყოს პროფესიონალური, რომელიც პოლიტიკის კუთვნილებაზე მაღლა დგას დაპროფესიონალური ხარისხით აწარმოებს კვლევებს პარლამენტის ყველა წევრისთვის; დარგობრივი ექსპერტიზა; ხიდი გარე სამყაროსთან.

პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ კიდევ ერთხელ გაამახვილა ყურადღება კვლევითი ცენტრის პროაქტიულ მუშაობაზე დააღნიშნა, რომ ეს პარლამენტს უკეთ გაანალიზებული გადაწყვეტილებების მიღებაში დაეხმარება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები